აქტუალური თემის ანალიზი 30/2020

პროვოკაცია იდლიბში

1460924
აქტუალური თემის ანალიზი 30/2020

აქტუალური თემის ანალიზი 30/2020

პროვოკაცია იდლიბში

პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარის, ჯან აჯუნი

             

მაშინაც კი, როდესაც სირიაში არ მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი კონფლიქტები, ყოველთვის ხდება მნიშვნელოვანი მოვლენები, ბევრი გარე და შიდა მოთამაშე სამხედრო და პოლიტიკური ნაბიჯებით ცდილობს გაძლიერდეს საკუთარი ინტერესების შესაბამისად. სირიაში სამოქალაქო ომი, რომელიც რვა წელია გრძელდება, დინამიურ კურსს აგრძელებს. ზოგი მოთამაშე ცდილობს შექმნას თამაშები მათ სასარგებლოდ, ზოგი კი ნაბიჯების გადადგმით ქვეყანაში ქაოსში ინვესტიციების ჩადებას განაგრძობს. ბოლო პერიოდში იდლიბში თურქეთ-რუსეთის ერთობლივი პატრულირების მიზანში ამოღება  შესაძლებელია ამ კონტექსტში განვიხილოთ. 

ოპოზიციის ბოლო ციხე-სიმაგრე იდლიბი, სადაც დაახლოებით 3.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რეჟიმის და მისი მომხრეების სამიზნე გახდა, ასობით ათასი ადამიანი დევნილი გახდა მომხდარი შტაკებების გამო, ათასობით მათგანი კი დაიღუპა. ეს შეტევები საბოლოოდ შესაძლებელი გახდა შეჩერებულიყო თურქეთის ჩარევით. თურქეთსა და რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმებით შესძლეს ზავის დამყარება. ამ კონტექსტში, თურქმა და რუსმა ჯარისკაცებმა დაიწყეს პატრულირება სტრატეგიულ მ4 მაგისტრალზე და ეს ტერიტორია ეტაპობრივად ფართოვდებოდა.

მას შემდეგ, რაც იდლიბის რეგიონში მე-20 ერთობლივმა პატრულირებამ ბადამამდე მიაღწია, 21-ე ერთობლივი პატრულირების დროს მოსკოვში განსაზღვრული საპატრულო მარშრუტის მთლიანად დაფარვა და ერთობლივი პატრულირების წარმატება იყო გათვალისწინებული. თუმცა საპატრულო მარშრუტზე რუსი ჯარისკაცების წინააღმდეგ განხორციელდა დანაღმული ავტომობილით თავდასხმა და საპატრულო მარშრუტი ისე ვერ დასრულდა, როგორც ეს შეთანხმებული იყო რუსეთსა და თურქეთს შორის.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო "ჰატაფ შიშანი"ს სახელწოდების ორგანიზაციამ. ორგანიზაციის სახელი "ჰატაფ შიშანი" რუსეთის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. რადგანაც ეს ორგანიზაცია მიანიშნებს ჩეჩნებზე და პირდაპირ მესიჯს უგზავნის რუსეთს. თუ ჩვენ გავითვალისწინებთ, რომ არ არსებობს ეს ორგანიზაცია, რომელსაც „ჰატაფ შიშანი“ ჰქვია, როგორც იდლიბში ისე სირიის სხვა ოპოზიციურ რეგიონებში, ჩნდება მნიშვნელოვანი კითხვის ნიშნები. იმის გამო, რომ არსებობს შესაძლებლობა, რომ ამ ორგანიზაციამ, რომელიც გაირკვა, რომ დაფუძნებულია ქაღალდზე და ეს შეტევა მოახდინა ალ-ქაიდას შვილობილი სტრუქტურის „ჰურასედინის“ სახელით, ჩნდება კიდევ ერთი ეჭვი, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო მესამე მოთამაშის გაკეთებული, რომელიც მიზნად ისახავდა თურქეთ-რუსეთის თანამშრომლობის ჩაშლას.

შედეგად რუსეთის საჰაერო ძალებმა მრავალი საჰაერო ოპერაცია მოაწყვეს იდლიბში თავდასხმის შემდეგ, იდლიბში ოპოზიციური ელემენტები, ასევე ქალაქი ბაბი დაბომბეს, რამაც რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა. რუსეთის ჯარისკაცებზე თავდასხმით სარგებლობით ოპოზიციის დაბომბვამ, რომლის მხარდამჭერიც თურქეთია, კიდევ ერთხელ აჩვენა, რამდენად მყიფეა მოსკოვის ხელშეკრულება, გამოჩნდა რომ სირიაში არსებობენ გარე და შიდა მსახიობები, რომლებიც ცდილობენ ხელი შეუშალონ თურქეთსა და რუსეთს თამაშში და პროცესის მანუპულირებას ცდილობენ  პროვოკაციული ქმედებებით. 



მსგავსი ინფორმაციები