ბაღდადში გერმანელი აქტივისტი გაიტაცეს

ჯერ ჯერობით დაუდგენელია მისი ადგილმდებარეობა

1458934
ბაღდადში გერმანელი აქტივისტი გაიტაცეს

 

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მდებარე გოეთეს ინსტიტუტში მოქმედი კულტურის ცენტრის დირექტორი, გერმანიის მოქალაქე ჰელა მევისი, წუხელ გვიან ღამით, უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცეს. ერაყის პოლიციის პრეს წარმომადგენელმა, კაპიტანმა აჰმედ ჰალეფმა თქვა, რომ შეიარაღებულმა პირებმა  მევისი, დედაქალაქის ცენტრში მდებარე აბუ ნუვას ქუჩაზე მოქმედი ოფისის მახლობლად გაიტაცეს და ჯერ ჯერობით დაუდგენელია მისი ადგილმდებარეობაც და გატაცების მოტივაციაც. მისივე თქმით, ძალოვანებმა ინციდენტის გამოძიება დაიწყეს. მევისის გატაცებაზე ჯერ ჯერობით არავის აუღია პასუხისმგებლობა

 



მსგავსი ინფორმაციები