კვიპროსელი თურქები სამშვიდობო ოპერაციის 46-ე წლისთავს ზეიმობენ

თურქეთს მასზე ვიცე-პრეზიდენტი ფუატ ოქტაი წარადგენს

1458126
კვიპროსელი თურქები სამშვიდობო ოპერაციის 46-ე წლისთავს ზეიმობენ

დღეს კვიპროსის სამშვიდობო ოპერაციის 46-ე წლისთავია.

კვიპროსის სამშვიდობო ოპერაციის 46-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მუსტაფა აქინჩისა და თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუატ ოქტაის მხრიდან, გირნეს კარიბჭესთან მდებარე  ათათურქის ძეგლის გვირგვინით შემკობით დაიწყო. თავისუფლებისათვის დაღუპულთა ხსოვნისადმი წუთიერი დუმილის, სახელმწიფო დროშის აღმართვის და ეროვნული ჰიმნის შესრულების შემდეგ, აქინჩიმ და ოქტაიმ მემორიალის სპეციალურ წიგნში ჩანაწერები გააკეთეს. ამ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ჩ.კ.თ.რ. პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავჯდომარემ და დეპუტატებმა, მინისტრებმა, სამხედრო პირებმა და თურქეთიდან ჩამოსულმა სტუმრებმა. კვიპროსის სამშვიდობო ოპერაციის 46-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები, ფაზილ ქუჩუქის სახელობის ბულვარში დაგეგმილი კონცერტით გაგრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები