აქტუალური თემის ანალიზი 28/2020

ლიბიაში განვითარებული ბოლო მოვლენები

1452326
აქტუალური თემის ანალიზი 28/2020

აქტუალური თემის ანალიზი 28/2020

ლიბიაში განვითარებული ბოლო მოვლენები

პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარის, ჯან აჯუნი

ლიბიაში თურქეთის, ეროვნული თანხმობის მთავრობის სასარგებლოდ ჩარევით მოვლენების როგორც სამხედრო ასევე პოიტიკური განვითარება გრძელდება. ერთის მხრივ თურქეთის შეიარაღებული ძალების  მხარდაჭერით ეროვნული თანხმობის მთავრობის ძალები ქალაქების სიტრესა და ჯუფრას ასაღებად დიდი ხანია ემზადებიან და ისინი განლაგებულნი არიან ამ რეგიონების გარშემო, მეორეს მხრივ ცდილობენ თავიანთი ძალების გაძლიერებას საჰაერო თავდაცვის სისტემებით. ხაფთართან დაკავშირებული შეიარაღებული ძალები კი რუსეთის მიერ სირიის გავლით ჯუფრაში ჩატანილი სამხედრო თვითმფრინავებთან ერთად გაერთიანებული არაბული საემიროების დაფინანსებით ასადის რეჟიმის შეიარაღებული ძალების რეგიონში ჩაყვანით, სამხედრო სფეროში წინააღმდეგობის გაწევას ცდილობენ. სამხედრო მოვლენების გარდა, ლიბიის არენა ძალიან აქტიურია დიპლომატიის სფეროშიც. თურქეთთან ერთად საფრანგეთმა და იტალიამ უფრო მეტად დაიწყეს თავის წარმოჩენა, არაბეთის გაერთიანებული საემიროების მითითებით ეგვიპტის მეამბოხე გენერალმა აბდულფეტაჰ ალ სისიმ ღიად განაცხადა, რომ შესაძალოა ლიბიაში კონფლიქტში ჩაერიოს.

ლიბიაში ხანგრძლივი კონფლიქტის მიმდინარეობა თურქეთის ჩარევით და ეროვნული თანხმობის მთავრობის ძალების მხარდაჭერით შეიცვალა, რის შემდეგაც ხაფთარის მხარდამჭერი მოთამაშეები, როგორც ჩანს, იძულებულები გახდნენ უშუალო ჩარევა განეხორციელებინათ. ეს კოალიცია ჩამოაყალიბეს ისეთი ქვეყნებისგან, როგორიცაა რუსეთი, საფრანგეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები და ეგვიპტე; მიუხედავად იმისა, რომ მათ განსხვავებული ინტერესი აქვთ, ძირითადად, მათ დაიწყეს ნაბიჯების გადადგმა, რათა ეროვნული თანხმობის მთავრობის ძალებმა ვერ შეძლონ ჰაფთარის სრული დამარცხება და თავიდან აიცილონ მათი დომინირება მთელს ლიბიაში. კოალიციის მთავარი პრიორიტეტები იყო დიპლომატიის მაგიდის მობილიზება, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფა და ჰაფთარის ძალების დამარცხებისგან გადარჩენა. ამ პერიოდის განმავლობაში, უკუსვლა ჯერ-ჯერობით შეჩერდა რუსეთიდან მრავალი საბრძოლო თვითმფრინავის ტრანსპორტირებით და გაერთიანებუოი არაბული საემიროების დაფინანსებით ასადის რეჟიმის შეიარაღებული ძალების ლიბიის ფრონტის ხაზებზე გადაყვანით.

ასევე არაბეთის გაერთიანებული საემიროების მიერ ქვეყნის დასავლეთში მდებარე ვატიეს საჰაერო ბაზაზე საჰაერო თავდასხმა მნიშვნელოვანი გამოვლინება იყო იმის თვალსაზრისით, თუ რამდენად მონდომებულია ეს კოალიცია. ამ ქვეყნებს მინიმუმ სურთ შეინარჩუნონ არსებული ვითარება და ხელი შეუშალონ ისეთი ქალაქების, როგორებიცაა სირტეს და ჯუფრას, ეროვნული თანხმობის მთავრობის ძალების მიერ ხელში ჩაგდებას. თურქეთი კი აგრძელებს ლეგიტიმური მთავრობის მხარდაჭერას. ბოლო კვირაში თურქეთიდან ტრიპოლში განხორციელებულმა მაღალი რანგის ვიზიტებმა და ზოგერთმა შეთანხმებამ ეს ვითარება განამტკიცა.  

რა თქმა უნდა, თურქეთს სურს დიპლომატიას მისცეს შესაძლებლობა ლიბიის არენაზე და ცდილობს ჯერ საბოლოო ცეცხლის შეწყვეტა, შემდეგ კი პოლიტიკური მოლაპარაკებების დასრულების პროცესი განხორციელდეს. მაგრამ, ამისათვის 2015 წელს, მაროკოში გაფორმებული სუჰეირატის ხელშეკრულება ცხადყოფს, რომ ყველა ძალების გაყვანა უნდა მოხდეს, ანუ ორი კრიტიკული მხარე, როგორებიცაა სირტე და ჯუფრა, უნდა გადავიდეს ეეროვნული თანხმობის მთავრობის ძალების ხელში. თუმცა, მხარეთა შეთანხმება შეუძლებელია ამ კონტექსტში და ჩვენ შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ, რომ ეროვნული თანხმობის მთავრობის ძალები დაიწყებენ ოპერაციას, რათა უახლოეს დღეებში დაიკავონ სირტე.



მსგავსი ინფორმაციები