შესაძლოა სირიელები ჰუმანიტარული დახმარების გარეშე დარჩნენ

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების შეუთანხმებლობის გამო შესაძლოა სირიელები ჰუმანიტარული დახმარების გარეშე დარჩნენ

1452038
შესაძლოა სირიელები ჰუმანიტარული დახმარების გარეშე დარჩნენ

მას შემდეგ, რაც რუსეთმა სირიაში საერთაშორისო დახმარების მექანიზმს ვეტო დაადო, 6 თვის განმავლობაში მხოლოდ ერთი სასაზღვრო გამშვები პუნქტით  დახმარების შეტანის  შეთავაზება გაერო-ს უშიშროების საბჭოში უარყოფილ იქნა. გაერო-ს უშიშროების საბჭომ 2014 წელს მიიღო სირიაში, საერთაშორისო დახმარების შეტანის რეზოლუცია, რომელიც რამდენჯერმე გაახანგრძლივა. ბოლოს გახანგრძლივებულ რეზოლუციას ვადა 10 ივლისს ეწურება. აღნიშნული რეზოლუცია, თურქეთის საზღვარზე არსებული ორი გამშვები პუნქტიდან „ბაბუსსელამიდან“ და „ჯილვეგოზიდან“ სირიაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანს ითვალისწინებდა. 6 თვის განმავლობაში მხოლოდ ერთი სასაზღვრო გამშვები პუნქტით  დახმარების შეტანის  შეთავაზებას, გაერო-ს უშიშროების საბჭოში უარყოფითი ხმა ამერიკის შეერთებულმა  შტატებმა, საფრანგეთმა, დიდ ბრიტანეთმა, გერმანიამ, ბელგიამ, ესტონეთმა და დომინიკის რესპუბლიკამ მისცეს, ხოლო რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირეს რუსეთმა, ჩინეთმა, ვიეტნამმა და სამხრეთ აფრიკამ.

ცნობისათვის, რუსეთმა და ჩინეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოში,  გერმანიისა და ბელგიის მიერ სირიისთვის საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შესახებ წარდგენილ რეზოლუციას ვეტო დაადეს.

შეგახსენებთ, რომ გაეროს მონაცემებით, სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე იდლიბის პროვინციაში სადაც 3 მილიონამდე იძულებით მიგრაციაში წასული ადამიანი აფარებს თავს, 70%-ს ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროება.

 



მსგავსი ინფორმაციები