ლიბია რუსეთს მოუწოდებს გაიყვანის თავისი მოქალაქე დაქირავებული სამხედროები

ლიბია რუსეთს მოუწოდებს გაიყვანის თავისი მოქალაქე დაქირავებული სამხედროები

1451872
ლიბია რუსეთს მოუწოდებს გაიყვანის თავისი მოქალაქე დაქირავებული სამხედროები

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ლიბიის მუდმივმა წარმომადგენელმა ტაჰირ ეს-სუნიმ, რუსეთს მოუწოდა მისი მოქალაქე დაქირავებული სამხედროები ქვეყნიდან გაიყვანოს.

გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე (იანვარში ჩატარებული) ბერლინის კონფერენციის მონაწილეებთან გამართულ ლიბიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას სუნიმ საერთაშორისო საზოგადოება, გასულ წელში ქვეყნის აღმოსავლეთში არსებული არალეგიტიმური შეირაღებული ძალების ლიდერის ხალიფა ხაფთარის მიერ დედაქალაქ ტრიპლის აღებისთვის დაწყებულ თავდასმებზე დუმილის გამო გააკრიტიკა.

მან აღნიშნა, რომ ლიბიაში ხაფთარისთვის მებრძოლი რუსული ვაგნერის ჯგუფიდან სუდანიდან, ჩადიდან და სირიიდან ჩამოსული დაქირავებულები იმყოფებიან და ეს მეომრები ცდილობენ ხელში ჩაიგდონ ნავთობის საბადოები.

სუნიმ სუდანის მთავრობას, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ლიბიაში დაქირავებული მებრძოლად შეღწვის მცდელობისას 120-ზე მეტი ადამიანი დააკავა, მადლობა გადაუხადა და რუსეთს, რომელიც ირწმუნება, რომ ლიბიაში სამხედროები არ ჰყავს, მოუწოდა : „შეიძლება ლიბიაში არ გყავდეთ ჯარისკაცები, მაგრამ ვაგნერის ჯგუფი იყენებს სხვადასხვა ერის წარმომადგენელ დაქირავებულებს, მათ შორის რუსეთის მოქალაქეების, ჩვენგან მოვითხოვთ, რომ მიიღოთ ზომები და გაიყვანოთ თქვენი მოქალაქეები.“


საკვანძო სიტყვები: #ვაგნერი , #რუსეთი , #ლიბია

მსგავსი ინფორმაციები