ილჰამ ალიევმა სამედიცინო აღჭურვილობით დახმარებისთვის პრეზიდენტ ერდოღანს მადლობა გადაუხადა

ილჰამ ალიევმა სამედიცინო აღჭურვილობით დახმარებისთვის პრეზიდენტ ერდოღანს მადლობა გადაუხადა

1450262
ილჰამ ალიევმა სამედიცინო აღჭურვილობით დახმარებისთვის პრეზიდენტ ერდოღანს მადლობა გადაუხადა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, ახალი ტიპის კორონავირუსთან (კოვიდი -19) ბრძოლაში დასახმარებლად თურქეთიდან მის ქვეყანაში გაგზავნილი სამედიცინო აღჭურვილობისთვის, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს მადლობა გადაუხადა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ალიევის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ერდოღანისათვის გაგზავნილ წერილში, თურქეთში კოვიდ-19-თ დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა, დაავადებულებს კი მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

ალიევმა ასევე მადლობა გადაუხადა ერდოღანს 2020 წლის 5 ივლისით დათარიღებული წერილის გამო და დასძინა, რომ შესანიშნავია თურქეთის ერდოღანის ლიდერობით კოვიდ-19-ის წინააღმდეგ განხორციელებული საქმიანობა.



მსგავსი ინფორმაციები