„25 წლის შემდეგ სრებრენიცა“

TRT World Forum-ი სრებრენიცას გენოციდს განიხილავს

1450741
„25 წლის შემდეგ სრებრენიცა“

 „25 წლის შემდეგ სრებრენიცა“: TRT World Forum-ი სრებრენიცას გენოციდს განიხილავს

TRT World Forum-ის მიერ ორგანიზებული "ციფრული დისკუსიები" პროგრამის ფარგლებში, სრებრენიცას გენოციდის 25-ე წლისთავზე, მთელი კვირის მანძილზე გაიმართება შეხვედრები სპეციალური სტუმრების მონაწილეობით. ამ შეხვედრებზე "დაცვის შესახებპასუხისმგებლობის" პრინციპის ფარგლებში განხილული იქნება სრებრენიცას გენოციდი, რომლის შედეგადაც 8 ათასზე მეტი ბოსნიელი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს; ადამიანის უფლებები და ომის დანაშაულები.

TRT World Forum-ს მიერ ორგანიზებული „ციფრული დისკუსიების“ პირველი პროგრამა, დღეს (7 ივლისი) პირდაპირ ეთერში გადაიცემა TRT World Forum-ის Youtube-ს, Twitter-ს და Facebook-ის ანგარიშებით 20:00 საათზე, სახელწოდებით: ”25 წლის შემდეგ სრებრენიცა: გენოციდის უარყოფა”. სხდომაზე, სადაც სიტყვით გამოვა სრებრენიცას ხსოვნის ფონდის პრეზიდენტი ვაქარ აზმი, განიხილება საკითხები, რომლებიც ხელს უშლის შერიგებას, მათი სტრატეგიები, ვინც უარყოფს გენოციდს, სერბთა რესპუბლიკისგან გამოყოფის მოწოდებები როგორ გავლენას ახდენს და სხვა.

დანარჩენი სხდომები, რომლებიც კვირის მანძილზე ჩატარდება:

8 ივლისი, ოთხშაბათი, 20:00 საათი

„ყოფილი იუგოსლავიის სისხლის სამართლის სასამართლო და ომის დამნაშავეთა პროკურატურა“- დრ. ნევენკა ტრომპ რვკიჩი, ამსტერდამის უნივერსიტეტი

9 ივლისი, ხუთშაბათი, 19:00 საათი

„გაეროს პასუხისმგებლობა დაიცვას სრებრენიცა“- ტობი კადმენი, იუსტიციის საერთაშორისო პალატის დამფუძნებელი, პარტნიორი და პრეზიდენტი (Guernica 37)

10 ივლისი, პარასკევი, 20:00 საათი

„როგორ გახდა წარუმატებელი საერთაშორისო სამართალი სრებრენიცაში?“ -  სერ ჯოფრი ნაისი, ყოფილ იუგოსლავიაში ჩადენილი დანაშაულებებისთვის  შექმნილი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, ყოფილი იუგოსლავიის პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის სასამართლო პროცესის მთავარი პროკურორი.

11 ივლისი, შაბათი, 20:00 საათი

„ბოსნიის ომისა და სრებრენიცას გენოციდის ჰუმანური მასშტაბი“- კატრინ ბომბერგერი, დაკარგულ პირთა საერთაშორისო კომისიის გენერალური დირექტორი

მონაწილეებს საშუალება ექნებათ თვალყური ადევნონ სხდომებს TRT World Forum-ის სოციალური ქსელების ანგარიშებზე;

Youtube: @trtworldforum

Facebook: @trtworldforum

Twitter: @trtworldforum

რა მოხდა სრებრენიცაში?

ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე სრებრენიცას 1995 წლის 11 ივლისს, რატკო მლადიჩის მეთაურობით, სერბეთის ჯარების მიერ ოკუპაციის შემდეგ მშვიდობიანი ბოსნიელები, რომლებმაც გაერო-ს ბაზაზე მყოფ ჰოლანდიელ ჯარისკაცებს თავი შეაფარეს, სერბებს გადასცეს.

სერბებმა, რომლებმაც საშუალება მისცეს ქალებსა და ბავშვებს, მიეღწიათ ბოსნიელი ჯარისკაცების კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიამდე, სასტიკად მოკლეს მინიმუმ 8 ათასი 372 ბოსნიელი მშვიდობიანი მოქალაქე ტყეებში, ქარხნებსა და საწყობებში და საერთო საფლავებში დამარხეს.

ომის შემდეგ დაკარგული ადამიანების მოსაძიებლად დაწყებული სამუშაოების შედეგად, საერთო საფლავებში აღმოჩენილ მსხვერპლთა ცხედრებს, იდენტიფიკაციის შემდეგ, ყოველი წლის 11 ივლისს, პოტოჩარის მემორიალურ სასაფლაოზე კრძალავენ.


საკვანძო სიტყვები: #TRT World Forum , #გენოციდი , #სრებრენიცა

მსგავსი ინფორმაციები