ჰასან როჰანი მოსახლეობის დამშვიდებას ცდილობს
ჰასან როჰანი მოსახლეობის დამშვიდებას ცდილობს
ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ განაცხადა, რომ შეთქმულებები, რომლებიც მოამზადა მტერმა ირანის ეკონომიკის გასანადგურებლად, არ იქნება წარმატებული. მან ამის შესახებ თეირანში მთავრობის მხრიდან ეკონომიკასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. როჰანიმ, ვალუტის და ოქროს ფასების ეკონომიკის ბაზარზე გავლენები შეაფასა და აღნიშნა: „მტრის მიერ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე ფსიქოლოგიური ზეწოლა წარმატებული ვერ იქნება. ასევე მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ შეთქმულებები, რომლებიც მოამზადა მტერმა, ირანის ეკონომიკის გასანადგურებლად, არ იქნება წარმატებული. მართალია, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული ემბარგოების და ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) გამო მოსახლეობას ეკონომიკური პრობლემები შეექმნა, მაგრამ, მინდა აღვნიშნო, რომ მომავალ თვეებში ექსპორტ-იმპორტის ხელახლა ამოქმედებით ეს ყველაფერი მოგვარდება“.
მსგავსი ინფორმაციები
ანკარა-ათენს შორის „პოზიტიური დღის წესრიგის“ ფარგლებში დიპლომატიური მოლაპარაკებები გრძელდება
ანკარა-ათენს შორის „პოზიტიური დღის წესრიგის“ ფარგლებში დიპლომატიური მოლაპარაკებები გრძელდება