YPG/PKK-ს ტერორისტები თავდასხმებს აგრძელებენ

YPG/PKK-ს ტერორისტები თავდასხმებს აგრძელებენ

1448901
YPG/PKK-ს ტერორისტები თავდასხმებს აგრძელებენ

სირიის ჩრდილოეთში აფრინის რაიონში განხორციელებული ბომბიანი თავდასხმის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა, ორი სამოქალაქო კი დაიჭრა.

თურქეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-თი (2018 წლის 20 იანვარი-24 მარტი) ტერორისტებისგან გათავისუფლებულ აფრინში, გზაზე წინასწარ ჩამონტაჟებული ბომბი აფეთქდა. თავდასხმის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა, ორი სამოქალაქო კი დაიჭრა. უსაფრთხოების წყაროებიდან მიღებული ინფორმაიით, თავდასხმა სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია, YPG/PKK-ს მხრიდან განხორციელდა.

ტერორისტული ორგანიზაცია YPG/PKK-ს,  თურქეთ-რუსეთს შორის 2019 წლის 22 ოქტომბერს მიღწეული შეთანხმებით უსაფრთხო ზონად გამოცხადებულ ტელ-რიფატში, ბაბში, ჯერაბლუსში და აფრინის რაიონებში მსგავს თავდასხმებს ხშირ-ხშირად ახორციელებენ.


საკვანძო სიტყვები: #თავდასხმა , #აფრინი , #YPG/PKK

მსგავსი ინფორმაციები