საბერძნეთი  მიტინგებმა მოიცვა

დემონსტრანტები, საპროტესტო გამოსვლებზე შეზღუდვების დაწესებას აპროტესტებენ

1448102
საბერძნეთი  მიტინგებმა მოიცვა

 

საბერძნეთის მრავალ ქალაქში გააპროტესტეს ის შეზღუდვები, რომელთა დაწესებაც სურს ქვეყნის მთავრობას. საბერძნეთის კომუნისტური პარტიის (KKE) მოწოდებით შეკრებილი დემონსტრანტები, დედაქალაქის ომონიას  მოედნიდან  სინტაგმას მოედნისკენ, ე.ი. პარლამენტის შენობისკენ გაემართნენ და მათი მთავარი სლოგანი იყო: "საბერძნეთი არ გადაიქცეს პოლიციურ სახელმწიფოდ". პარლამენტის წინ გამართულ მიტინგზე სიტყვით გამოსულებმა აღნიშნეს, რომ ისეთი კანონები, რომლებიც საბერძნეთში დემონსტრაციებს და გამოსვლებს ზღუდავდნენ, სულ ბოლოს სამხედრო ხუნტის პერიოდში მოქმედებდა. მსგავსი დემონსტრაციები ჩატარდა ასევე ქვეყნის სხვა ქალაქებშიც. 29 ივნისს პარლამენტში წარდგენილი კანონ-პროექტი, აკრძალულ დემონსტრაციებში მონაწილეებისათვის  ერთწლიან პატიმრობას, ხოლო ძალადობებში მონაწილე დემონსტრანტებისათვის კი 2 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. ეს კანონპროექტი, სავარაუდოდ, 10 ივლისს მიიღება



მსგავსი ინფორმაციები