ერდოღანი: „სირიაში ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობაა“

ერდოღანი: „სირიაში ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობაა“

1446999
ერდოღანი: „სირიაში ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობაა“

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიაში, თურქეთის მთავარი პრიორიტეტი, ამ ქვეყნის ერიტორიული მთლიანობაა. მან ამის შესახებ, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) გამო ვიდეოკონფერენციის მეთოდით,  ასტანის ფორმატში, თურქეთის, რუსეთის და ირანის პრეზიდენტების მონაწილეობით დღეს გამართულ მე-6 სამთა  სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. „ჩვენ გავაძლიერებთ ყველა მეთოდს, რათა მეზობელ სირიაში მშვიდობა და სტაბილურობა დროულად ჩამოყალიბდეს. სირიის პოლიტიკური ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება, ჩვენი ქვეყნის მთავარი პრიორიტეტია. ასევე სირიის ტერიტორიაზე ბინადარი ტერორისტების მთლიანად განადგურებაც, ჩვენ მთავარ პრიორიტეტებს შორის შედის,“ განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

მეორეს მხრივ, თურქეთის, რუსეთის და ირანის პრეზიდენტების მონაწილეობით გამართულ სამთა სამიტის დასრულების შედეგ ერთობლივი დეკლარაცია გავრცელდა, რომელშიც მხარეებმა აღნიშნეს, რომ სირიაში მიმდიანრე მოვლენები იქნა განხილული და ასევე მხარეებმა სამმხრივი კოორდინაციის გაზრდის საკითხზე შეთანხმდნენ. ლიდერებმა ასევე გამოხატეს თავიანთი გადაწყვეტილება, რომ მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოების დასაცავად  ერთობლივი ზომები გატარდეს. სამივე ქვეყნის ლიდერმა იმაზეც გაამახვილეს ყურადღება, რომ სირიიდან იძულებით ემიგრაციაში წასული ლტოლვილების საკუთარ მიწა-წყალზე დასაბრუნებლად ერთობლივად იმუშაონ. მათ, ბოლოს ერთობლივი ეკნომიკური თანამშრომლობის საკითხებზეც ისაუბრეს.  



მსგავსი ინფორმაციები