აქტუალური თემის ანალიზი 26/2020

ოპერაცია „კლანჭი - არწივი“

1444062
აქტუალური თემის ანალიზი 26/2020

აქტუალური თემის ანალიზი 26/2020

ოპერაცია „კლანჭი - არწივი“

პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარი, ჯან აჯუნი

 

თურქეთი, სირიასა და ლიბიაში სამხედრო ოპერაციების განხორციელებასთან ერთად, აგრძელებს ბრძოლას ტერორისტულ ორგანიზაცია PKK-სთან. ამ კონტექსტში, ერაყის ჩრდილოეთ რეგიონში თურქეთის საზღვრის პარალელურად, დაიწყო როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო ოპერაციები სახელწოდებით „კლანჭი-არწივი“ და თურქმა კომანდოსებმა საჰაერო დესანტის გადასხმით ბევრი მნიშვნელოვანი მაღლობი დაიკავეს. თურქეთი ბოლო წლებში ახალი უსაფრთხოების დოქტრინის შესაბამისად, საფრთხეების საზღვრების მიღმა აღმოსაფხვრელად ტერორისტულ ორგანიზაციას ერაყისა და სირიის იმ რეგიონებში ანადგურებს, სადაც არიან განლაგებული.

 

თურქეთი მრავალი წელია მარქსიზმ-ლენინიზმის იდეოლოგიის მქონე სეპარატისტულ ტერორისტულ ორგანიზაცია PKK-ს ებრძვის და ბოლო წლებში უსაფრთხოების ახალი დოქტრინის მიღებით სამხედრო სტრატეგია შეცვალა. თურქეთის ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ მიმართული ეს ახალი სტრატეგია, ტრანსსასაზღვრო რეგიონებში პირდაპირ სამიზნეებს იღებს და უნდა საფრთხე მანამდე გაანადგუროს, სანამ თურქეთს მიაღწევს. კერძოდ, აქ გადამწყვეტია ის ფაქტი, რომ ტერორისტული ორგანიზაცია ვრცელდება ერაყსა და სირიაში ფართო არეალში რეგიონში არსებული ქაოსის გამოყენებით. ამ კონტექსტში თურქეთი ცდილობს აღკვეთოს PKK-ს მიერ ტერიტორიის გაკონტროლების უზრუნველყოფა და საზღვრის მიღმა ლოჯისტიკური შესაძლებლობების გამოყენებით თურქეთის შიგნით ტერორისტული თავდასხმების მოწყობა.

თურქეთი ბოლო წლებში ერთის მხრივ განსაკუთრებით სირიაში ატარებს ფარო მასშტაბის სამხედრო ოპერაციებს „ევფრატის ფარი,, „ზეთისხილის რტო“ და „მშვიდობის წყარო“ და მეორეს მხრივ ტერორისტულ ორგანიზაცია PKK-ს უშუალოდ ერაყში იღებს სამიზნეში. ეს პროცესი, რომელიც დაიწყო სტაბილურობის ოპერაციით გაგრძელდა ოპერაცებით „კლანჭი“ და ბოლოს „კლანჭი-არწივით“ გრძელდება.

თურქეთის სამიზნე ერაყის მაღალმთიანი რეგიონია, სადაც ტერორისტული ორგანიზაციაა დაბუდებული და ცდილობს მისი ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა გაანადგუროს. გარდა ამისა, რეგიონის სტრატეგიული მაღლობების გაკონტროლებით ტერორისტული ორგანიზაციის მიერ ერაყ-თურქეთის და ერაყ-სირიის ხაზზე თავისუფლად მოძრაობის და მობილიზაციის აღკვეთასაც ცდილობს. კვლავ ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს კანდილის მთაზე ალყაში მოქცევა და განეიტრალება სურთ.

 

რასაკვირველია, ერთის მხრივ მასშტაბურ სამხედრო ოპერაციების ჩატარებისას, აგრეთვე, ეფექტური დაზვერვით არმოჩენილი ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერების განეიტრალებით ცდილობენ ტერორგანიზაციის სარდლობის კონტროლის სტრუქტურის  განადგურებას. აქ განსაკუთრებით ვხედავთ, რომ ძალზე ეფექტურად იყენებენ შეიარაღებულ უპილოტო საჰაერო აპარატებს, რომლებიც შექმნილია თურქეთის ეროვნული თავდაცვის ინდუსტრიის მიერ. თურქეთი ამ ინსტრუმენტებით ტერორისტულ ორგანიზაცია PKK-ს წინააღმდეგ გაცილებით ეფექტურად იბრძვის ვიდრე წარსულში.

 

თურქეთი



მსგავსი ინფორმაციები