ქურთი ტერორისტები ქირქუქშიც არ ისვენებენ

მათ ერაყის სახელმწიფო დროშები ჩამოიღეს და საკუთარი დროშები აღმართეს

1441330
ქურთი ტერორისტები ქირქუქშიც არ ისვენებენ

ერაყის ქალაქ ქირქუქში მოქმედმა არაბთა ასამბლეამ, მკაცრი რეაგირება მოახდინა ქურთული სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის, PKK- ს მიერ ამ ქალაქის ზოგიერთ უბანსა და ხიდზე თავისი დროშების ჩამოკიდებას. ქალაქის არაბთა ასამბლეის მიერ გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში, ხაზგასმულია, რომ პკკ-ას შეიარაღებული წევრების მხრიდან ერაყის სახელმწიფო დროშების დაგლეჯა და ფეხქვეშ გათელვა, თავდასხმას და შეურაცხყოფას წარმოადგენს ქვეყნის სუვერენიტეტზე და დამოუკიდებლობაზე, ამიტომაც, ასეთ საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებს, ერაყში არსებობის უფლება არ უნდა ჰქონდეთ. ამავე განცხადებაში არაბთა ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამოც, რომ ფედერალური უსაფრთხოების ძალებმა წინააღმდეგობა არ გაუწიეს ქურთი ტერორისტების ამ აღვირ ახსნილ ქმედებას, როცა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიშვას ქირქუქში ისეთი ქმედებები, რომელიც ზიანს მიაყენებს და შეაფერხებს ამ ქალაქის სტაბილურობას, უსაფრთხოებას და მშვიდობას. სეპარატისტულმა ტერ ორგანიზაცია PKK-მ, 19 ივნისს ქირქუქის ზოგიერთ უბანსა და ხიდზე საკუთარი დროშები ჩამოკიდა, ხოლო ამის პარალელურად თავს დაესხნენ თურქმენეთის წამებულთა სასაფლაოსაც



მსგავსი ინფორმაციები