თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია „კლანჭი-არწივი“ ჩაატარა

თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია „კლანჭი-არწივი“ ჩაატარა

1435996
თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია „კლანჭი-არწივი“ ჩაატარა

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ერაყის ჩრდილოეთში ტერორისტების ბუდეებს კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა და 81 ობიექტი გაანადგურა.

ეროვნული თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დაიწყეს ოპერაცია „კლანჭი-არწივი“.

განცხადებაში ნათქვამია: „ოპერაციით „კლანჭი-არწივი“ განადგურდა ტერორისტების კუთვნილი 81 ობიექტი, რომლებიც მოიცავდა თავშესაფრებს, მათ საცხოვრებლებს და გამოქვაბულებს და რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ ჩვენი ქვეყნის, ერის და საზღვრების უსაფრთხოებას. ჩვენი თვითმფრინავები თავიანთ ბაზებზე  უსაფრთხოდ დაბრუნდნენ... ოპერაციის დაგეგმვისა და შესრულებისას მაქსიმალური სიფრთხილე იქნა გამოჩენილი სამოქალაქო პირების სიცოცხლისა და საკუთრების უსაფრთხოების და გარემოს დაცვის თვალსაზრისით. თურქეთის შეიარაღებული ძალები ისევე როგორც წარსულში, დღესაც ჩვენი ქვეყნის და ერის მომავლისა და უსაფრთხოებისთვის ტერორიზმთან ბრძოლას მანამდე გააგრძელებს, სანამ ბოლო ტერორისტი არ იქნება განეიტრალებული.“

ოპერაციაში „კლანჭი-არწივი“ ქვეყნის მასშტაბით საბრძოლო ბაზებიდან აფრენილ საბრძოლო თვითმფრინავებთან ერათად უპილოტო საფრენმა აპარატებმა (İHA), საჰაერო ხომალდის ადრეული გამაფრთხილებელი კონტროლის (HİK) თვითმფრინავებმა და ტანკერმა თვითმფრინავებმა  მიიღეს მონაწილეობა.

ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი ოპერაციაში მონაწილე პილოტებს დაუკავშირდა და ოპერაციის წარმატებით დასრულება მიულოცა.  



მსგავსი ინფორმაციები