კიდევ ერთი სარაკეტო თავდასხმა ტაჯის სამხედრო ბაზაზე

კიდევ ერთი სარაკეტო თავდასხმა ტაჯის სამხედრო ბაზაზე

1435627
კიდევ ერთი სარაკეტო თავდასხმა ტაჯის სამხედრო ბაზაზე

 

ერაყის დედაქალაქ ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარე, ტაჯის სამხედრო ბაზაზე სადაც ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროები არიან განთავსებული, მორიგი  სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, ადგილობრივი მედიასაშუალებები ავრცელებენ. მათი ინფორმაციით, ტაჯის სამხედრო ბაზაზე ორი ერთეული კატიუშას ტიპის სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ჯერ არ გავრცელებულა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა მიმდინარე წლის  11 მარტსაც განხორციელდა რა დროსაც კოალიციის ჯარებიდან  2 ამერიკელი და 1 ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა, 12 კი დაშავდა.  მომხდართან დაკავშირებით ამერიკის და ერაყის სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს.



მსგავსი ინფორმაციები