ერაყის წყლებში 1 ირანული გემი ჩაიძირა
მაშველებმა ეკიპაჟის 4 წევრი გადაარჩინეს, დანარჩენების ძებნა გრძელდება
ერაყული მედიის ცნობით, 1 ირანული სატვირთო გემი ჩაიძირა ერაყის ღია წყლებში, რომლის დროსაც მაშველებმა ეკიპაჟის 4 წევრის გადარჩენა შესძლეს, ხოლო დანარჩენების ძებნა კი გრძელდება. ამავე ინფორმაციით, ირანული გემი სახელწოდებით "ბეჰბეჰანი", ერაყის სამხრეთში, სპარსეთის ყურეში მდებარე ჰორ აბდულას სახელობის არხის შესასვლელში, ჯერ კიდევ გაურკვეველი მიზეზების გამო, წუხელ ღამით ჩაიძირა. ბასრას გუბერნატორის მოადგილემ და ერაყის ტრანსპორტის ყოფილმა მინისტრმა ქაზიმ ფინჯანმა ერაყულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე სასწრაფოდ მისულმა მაშველებმა, გემზე მყოფი ეკიპაჟის 4 წევრი გადაარჩინეს, ხოლო დანარჩენების გამოხსნისთვის საძიებო და სამაშველო სამუშაოები გრძელდება
მსგავსი ინფორმაციები
თელ-ავივში ასობით ადამიანმა ნეთანიაჰუს წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
თელ-ავივში ასობით ადამიანმა ნეთანიაჰუს წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა