კოალიციამ, სირიაში ანტიტერორისტულ ოპერაცია განახორციელა

ლიკვიდირებულია 2 მაღალჩინოსანი დეაშელი

1422258
კოალიციამ, სირიაში ანტიტერორისტულ ოპერაცია განახორციელა

ერაყული საინფორმაციო წყაროების ცნობით, რადიკალური ტერორისტული ორგანიზაცია DEAŞ/დეაშ-ის ორი მაღალჩინოსანი, ე.წ. ჩრდილოეთ ბაღდადის წარმომადგენელი და კიდევ, ლოჯისტიკურ საქმეებზე პასუხისმგებელი პირი, სირიაში ლიკვიდირებულ იქნენ. სირიაში მებრძოლი კოალიციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სირიის დეირიზორის რეგიონში არსებულ დეაშელთა თავშესაფარზე განხორციელებული სპეც-ოპერაციის შედეგად, სავარაუდოდ, DEAŞ–ის ჩრდილოეთ ბაღდადის რეგიონის წარმომადგენელი აჰმედ ისმაილ ალ–ზავი და კიდევ, ამ ორგანიზაციის ლოჯისტიკურ საქმეებზე პასუხისმგებელი პირი, აჰმედ აბდუ მუჰამედ ჰასან ალ კუზაიფი, ადგილზევე ლიკვიდირებულ იქნენ. ამავე განცხადებით, დეაშელების წინააღმდეგ განხორციელებულ ამ სპეც-ოპერაციაში, ამერიკელებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს პკკ-ას სირიული ფრთის წარმომადგენლებმაც



მსგავსი ინფორმაციები