დაპირისპირება ირან-პაკისტანის საზღვართან
დაპირისპირება ირან-პაკისტანის საზღვართან
1421808
ირანის, პაკისტანის საზღვრის სიახლოვეს უსაფრთხოების ძალებსა და შეიარაღებულ დაჯგუფებას შორის მომხდარი შეტაკების შედეგად წინასწარი მონაცემებით 2 პოლიციელი დაიღუპა. სააგენტო Tesnim-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ირანის სამხრეთ ნაწილში მდებარე სისტან-ბელუჯისტანის პროვინციაში შეიარაღებულ დაჯგუფებასა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც ორი პოლიციელი დაიღუპა. სააგენტო შეიარაღებული დაჯგუფების შესახებ სხვა დეტალებს არ ავრცელებს.