იდლიბელები საკუთარ კერებში დაბრუნებას აგრძელებენ
იდლიბის საკითხთა დაკავშირებით 5 მარტს ხელმოწერილმა ცეცხლისშეწყვეტის შეთანხმებამ შედეგები გამოიღო
1413795
სირიის ინტერვენციის კოორდინაციის დირექტორის მუჰამმედ ჰალლაჯის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 მარტს ‘მოსკოვში’ ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, ბოლო 2 თვის მანძილზე 256 ათას 500 იდლიბელი, საკუთარ კერას დაუბრუნდა. შეგახსენებთ, რომ იდლიბელებმა სახლ-კარი გასული წლის ოქტომბრის შემდეგ, ასადის რეჟიმის ძალების მიერ სამხედრო ოპერაციების დაწყების კვალდაკვალ მიატოვეს. ცნობისათვის, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, იდლიბის საკითხში კონსენსუსს მოსკოვში 2020 წლის 5 მარტს მიაღწიეს, ხოლო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდა 6 მარტს. მას შემდეგ, მართალია რეჟიმის ძალები პერიოდულად არღვევენ მორატორიუმს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მას მხარეები დიდწილად იცავენ.