ერაყში ახალი კაბინეტი იქმნება

15 მინისტრმა კენჭისყრაზე ნდობა მოიპოვა

1412453
ერაყში ახალი კაბინეტი იქმნება

ერაყის პარლამეტში გამართული გუშინდელ კენჭისყრის დროს , ახალი პრემიერის, მუსტაფა ალ-ქაზიმის 22 პორტფელიან კაბინეტში, 15 მინისტრმა ნდობა მოიპოვა, 5 მინისტრმა ვერ მიიღო საჭირო ხმების ოდენობა, ხოლო 2 მინისტრის კენჭისყრა გადავადდა. ახალ კაბინეტში თავდაცვის მინისტრის სავარძელს დაეუფლა გენერალი ჯუმა ინადი, გენერალური შტაბის ამჟამინდელ უფროსი, ოსმან ალ-განიმი შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა, ხოლო ალი აბდულმერ ალავი კი ფინანსთა სამინისტროს უხელმძღვანელებს. ახლიდან გაიმართება ხმის მიცემა საგარეო საქმეთა მინისტრისა და ნავთობის მინისტრის პორტფელებისთვის, რადგან არ იყო წარმოდგენილი მათი კანდიდატები. პრემიერ მინისტრმა ქაზიმმა და იმ 15 მინისტრმა, რომლებმაც ნდობა მოიპოვეს, პარლამენტში ფიცის დადებით დაიწყეს თავიანთი მოვალეობების შესრულება. პარლამენტში ამ უახლოეს ხანებში კიდევ ერთი სხდომა გაიმართება, რომელზედაც ნდობის კენჭისყრა გაიმართება დანარჩენი 7 პორტფელის მიმართ



მსგავსი ინფორმაციები