დეაშელებმა მორიგი თავდასხმები განახორციელეს
დაიღუპა 4 კაცი
1410221
ერაყის აღმოსავლეთში მდებარე დიალას პროვინციაში, რადიკალური ტერორისტული ორგანიზაციის, DEAŞ-ის ბოევიკების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ერაყის არმიიდან ერთი ჯარისკაცი და კიდევ ორი მებრძოლი კი ჰაშდი ალ-შააბიდან დაიღუპნენ. ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დეაშელებმა მოულოდნელი თავდასხმა განახორციელეს დიალას პროვინციის ჩრდილოეთით მდებარე შიიტური შეიარაღებული დაჯგუფება ჰაშდი ალ-შააბის საგუშაგოზე, რის შედეგადაც დაიღუპა 3 კაცი, მათგან 1 ერაყელი ჯარისკაცი და ორიც ჰაშდი შააბის წევრი, ხოლო 3 კი დაშავდა. ამავე ინფორმაციით, იმავე პროვინციის ჩრდილოეთით მდებარე აინ ლეილას რაიონში, დეაშელი სნაიპერის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად 1 ჯარისკაცი დაიღუპა