ერდოღანი: „TANAP-ი თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთნდობის კონკრეტული მაგალითია“

ერდოღანმა ჟურნალ „დიპლომატში“, „TANAP-ი: რეგიონალური განვითარების  და მშვიდობის პროექტი"  სახელწოდების სტატია გამოაქვეყნა

1408738
ერდოღანი: „TANAP-ი თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთნდობის კონკრეტული მაგალითია“

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ტრანს ანატოლიური მილსადენის პროექტი (TANAP), თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთნდობის კონკრეტული მაგალითია. პრეზიდენტმა ერდოღანმა გაზეთ „The New York Times“-ის თანამშრომლობით  საქართველოში მოქმედ ჟურნალ, „დიპლომატში“, „TANAP-ი: რეგიონალური განვითარების  და მშვიდობის პროექტი" სახელწოდების სტატია გამოაქვეყნა. თურქეთის პრეზიდენტი თავის სტატიაში აღნიშნავს, რომ TANAP-ი, ენერგიის გამაერთიანებელი როლის თვალსაზრისით, რეგიონალური სამშვიდობო პროექტის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია. „ჩვენი ქვეყნის მხრიდან ბოლო 18 წლის განმავლობაში განცდილმა  ცვლილებებმა  და ტრანსფორმაციამ რეგიონში ენერგორესურსების, თურქეთის გავლით ევროპაში  მიწოდების გზა გახსნა. ჩვენი ქვეყნის  მიერ აზერბაიჯანში დაწყებული,  საქართველოს და თურქეთის გავლით ბუნებრივი აირის ევროპაში მიწოდების ჯაჭვის შექმნამ, ასევე ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკური და კომერციული მხარდაჭერაც გამოიღო. მსოფლიოს ბუნებრივი აირის რეზერვების 70% თურქეთის მდებარე რეგიონში მოიპოვება. ამ თვალსაზრისით, ტრანს ანატოლიური მილსადენის პროექტი (TANAP) შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი აბრეშუმის გზაა რეგიონის ქვეყნებისათვის. სწორედ ამის გფარგლებში TANAP-ი, თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთნდობის კონკრეტული მაგალითია“, აღნიშნავს თურქეთის პრეზიდენტი ჟურნალ „დიპლპმატში“  გამოქვეყნებულ სტატიაში.



მსგავსი ინფორმაციები