თურქეთის არმიის ოპერაციები სირიის ჩრდილოეთში გრძელდება
ლიკვიდირებულია კიდევ 4 ტერორისტი
1408316
სირიის ჩრდილოეთში, თურქული არმიის მიერ “მშვიდობის წყაროს“ რეგიონში ჩატარებული ანტიტერორისტული ბრძოლის ფარგლებში ლიკვიდირებულ იქნა ქურთული ტერორისტული ორგანიზაციის, პკკ-ას წევრი კიდევ 4 სეპარატისტი. თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მხრიდან გავრცელებული წერილობითი განცხადების მიხედვით, ჩრდილოეთ სირიის “მშვიდობის წყაროს“ რეგიონში ჩატარებული მორიგი ოპერაციის დროს, თურქმა კომანდოსებმა გაანეიტრალეს 4 ტერორისტი, რომლებიც მალულად აპირებდნენ თურქული არმიის კონტროლირებად რეგიონში შეღწევას და თავდასხმის განხორციელებას. ამავე ინფორმაციით ანტიტერორისტული ოპერაციები რეგიონში გრძელდება