იდლიბელები საკუთარ კერებს უბრუნდებიან

ერთ თვეში, 73 ათასზე მეტი ლტოლვილი დაბრუნდა ქალაქში

1392092
იდლიბელები საკუთარ კერებს უბრუნდებიან

სირიის ინტერვენციის კოორდინაციის დირექტორმა მუჰამედ ჰალაჯმა, რომელიც რეგიონში მიგრაციის მონაცემებზე მუშაობს, განაცხადა, რომ 6 მარტს ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, მშობლიურ კერას დაუბრუნდა 73 ათასზე მეტი იდლიბელი, რომლებმაც სახლ-კარი მიატოვეს გასული წლის ოქტომბრის შემდეგ, ასადის რეჟიმის ძალების მიერ სამხედრო ოპერაციების დაწყების კვალდაკვალ. ირანის მიერ მხარდაჭერილ რეჟიმის ოპერაციებს იდლიბიდან 1 მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე გაექცა და მათ თურქეთის საზღვართან შექმნილ ლტოლვილთა ბანაკებს შეაფარეს თავი, ახლა კი, ნელ-ნელა უბრუნდებიან საკუთარ კერებს, თუმცა, მრავალი იდლიბელი ჯერ კიდევ უარს ამბობს სახლებში დაბრუნებაზე, რადგან, არ ენდობიან ასადის რეჟიმს. როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, იდლიბის საკითხში კონსენსუსს მოსკოვში 5 მარტს მიაღწიეს, ხოლო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში  შევიდა 2020 წლის 6 მარტს. მას შემდეგ, მართალია რეჟიმის ძალები ხანდახან არღვევენ მორატორიუმს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მას მხარეები დიდ წილად იცავენ



მსგავსი ინფორმაციები