ერაყი, ირანიდან გაზისა და ელექტროენერგიის იმპორტირებას მოახდენს

ამის ნებართვა გასცა ვაშინგტონმა

1385929
ერაყი, ირანიდან გაზისა და ელექტროენერგიის იმპორტირებას მოახდენს

აშშ-ის ადმინისტრაცია ერაყს, დროებითი გამონაკლისის სახით, ირანიდან გაზისა და ელექტროენერგიის იმპორტირების ნებართვას მისცემს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ზოგიერთი პირები და ორგანიზაციები, რომლებიც კავშირში იმყოფებიან ირანის რევოლუციური დაცვის არმიასთან, ”ერაყის დამოკიდებულებას ირანულ ელექტროენერგიაზე, სარგებლის სახით ხედავენ”. მისივე თქმით, ირანიდან გაზისა და ელექტროენერგიის იმპორტირების დადგენილება ძალაში იქნება 30 დღის განმავლობაში და ამით ერაყელი ხალხის გადაუდებელი ენერგეტიკული საჭიროებები დაკმაყოფილდება



მსგავსი ინფორმაციები