საქართველოში კოვიდ-19-ის გამო 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემიის გამო 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
1382628
ზურაბიშვილმა ტელევიზიით მოსახლეობას სიტყვით მიმართა და განაცხადა: „საქართველოს მასშტაბით საგანგებო მდგომარეობას ვაცხადებ.“
ზურაბიშვილის თქმით, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ქუჩაში გასვლის აკრძალვა და კარანტინი არ გამოცხადდება.
პრემიერმა გიორგი გახარიამ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისკენ მოუწოდა.