თურქმა და რუსმა სამხედროებმა პირველი ერთობლივი პატრულირება განახორციელეს

ეს ერთობლივი პატრულირება, მუდმივი ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს

1378486
თურქმა და რუსმა სამხედროებმა პირველი ერთობლივი პატრულირება განახორციელეს

 

სირიის იდლიბის რეგიონში მდებარე M4 მაგისტრალზე, თურქი და რუსი სამხედროების მონაწილეობით, პირველი ერთობლივი სახმელეთო და საჰაერო პატრულირება განხორციელდა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია: ”მოსკოვის შეთანხმების ფარგლებში, სახმელეთო და საჰაერო ელემენტების მონაწილეობით, პირველი თურქულ-რუსული ერთობლივი საპატრულო მორიგეობა განხორციელდა სირიის იდლიბის რეგიონში მდებარე და მეტად მნიშვნელოვან M4 გზატკეცილზე“. ხსენებულ რეგიონში, რომელიც მოიცავს 80 კმ-იან მონაკვეთს,  ერთობლივი პატრულირებით მუდმივი ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებენ. როგორც ცნობილია, 5 მარტს მოსკოვში, პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანი და მისი რუსი კოლეგა ვლადიმერ პუტინი, იდლიბში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ.



მსგავსი ინფორმაციები