სარფის საბაჟო დღეიდან დროებით დაიხურება

რეგულაცია დღეს საღამოს ამოქმედდება

1378298
სარფის საბაჟო დღეიდან დროებით დაიხურება

თურქეთი და საქართველო დღეიდან, თურქეთის დროით 17:00 და საქართველოს დროით 18:00 საათიდან, სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტს, სამგზავრო მიმოსვლისათვის დროებით დახურავენ. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გავრცელებული წერილობითი განცხადების თანახმად, საქართველო და თურქეთი, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის სარფში მოქმედ საბაჟო-გამშვებ პუნქტს სამგზავრო მიმოსვლისათვის დროებით დახურავენ, ხოლო სატვირთო ტრანსპორტის გადაადგილებაზე კი არანაირი შეზღუდვა არ დაწესდება. რაც შეეხება თურქეთ-საქართველოს შორის მოქმედ ორ სხვა, თურქგოზუ-ვალე და აქთაში-კარწახის საბაჟოებს, არსებული რეგულაციების ფარგლებში მგზავრების მიმოსვლა ამ ორივე საბაჟოში კვლავ გაგრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები