ერდოღან-თათარს შორის სატელეფონო საუბარი შესდგა
განიხილეს კორნავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის საკითხები
1378290

პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ტელეფონით დაუკავშირდა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრემიერ მინისტრ ერსინ თათარს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციის დეპარტამენტის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ერდოღანმა და თათარმა ამ სატელეფონო საუბრისას ძირითადად განიხილეს ახალი ტიპის კორნავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში (კოვიდ-19) შესაძლო თანამშრომლობის საკითხები. პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა კვლავ გააგრძელებს ყველანაირ დახმარებას და მხარდაჭერას ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკისადმი