თურქეთ-აზერბაიჯანს შორის სახმელეთო და საჰაერო მიმოსვლა შეჩერდა

ერდოღან-ალიევს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

1378209
თურქეთ-აზერბაიჯანს შორის სახმელეთო და საჰაერო მიმოსვლა შეჩერდა

თურქეთ-აზერბაიჯანს შორის სახმელეთო და საჰაერო მიმოსვლა დროებით შეჩერდა. პრეზიდენტის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ,  ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ორი ქვეყნის ლიდერმა სატელეფონო საუბრის დროს ორმხრივი და რეგიონალური საკითხები განიხილეს. ერდოღანმა და ალიევმა სატელეფონო საუბრის დროს ასევე შეთანხმდნენ, რომ ახალი კორონავირუსისგან დაცვის მიზნით ქვეყნებს შორის სახმელეთო და საჰაერო მიმოსვლა დროებით შეაჩერონ.



მსგავსი ინფორმაციები