გაერო, 5 მარტს  იდლიბის საკითხთან დაკავშირებით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას აფასებს

გაერო, 5 მარტს  იდლიბის საკითხთან დაკავშირებით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას აფასებს

1378101
გაერო, 5 მარტს  იდლიბის საკითხთან დაკავშირებით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას აფასებს

გაერო, თურქეთ-რუსეთს შორის სირიის იდლიბის რეგიონთან დაკავშირებით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას აფასებს და აღნიშნავს, რომ რეგიონში ძალადობა და საჰაერო თავდასხმები შეჩერდა. გაერო-ს  ჰუმანიტარული საქმეების კოორდინაციის ოფისის პრეს-მდივანმა იენს ლაერკემ, ჟენევაში გაერო-ს შტაბბინაში საკითხთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა: „თურქეთის და რუსეთის მხრიდან იდლიბში ბუფერული ზონის გამოცხადების შედმეგ ზოგადად ძალადობამ იკლო და საჰაერო თავდასხმებიც შეჩერდა. ასევე შეჩერდა იძულებით მიგრაცია.  მიუხედავად იმისა, რომ სირიის სამოქალაქო ომიდან 10 წელი გავიდა, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი ჯერ კიდევ შემაშფოთებელ რეგიონად რჩება. სამოქალაქო ომის დაწყებიდან დღემდე, გაერო-მ თურქეთის გავლით რეგიონში 2600 ტრაილერი ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა“. შეგახსენეთ, რომ თურქეთის და რუსეთის  ლიდერმა იდლიბის საკითხთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას 5 მარტს მიაღწიეს.



მსგავსი ინფორმაციები