პუტინი პრეზიდენტობას ვერ ეთმობა

მის უფლებამოსილების გახანგრძლივების ცვლილება მიღებულია

1376030
პუტინი პრეზიდენტობას ვერ ეთმობა

 

რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატა დუმამ, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის უფლებამოსილების ვადის გამახანგრძლივებელ საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი დაუჭირა. დუმას პლენარულ სხდომაზე კენჭი ეყარა ასევე პუტინის წინა საპრეზიდენტო  ვადების განულების შემცველ საკონსტიტუციო ცვლილებებსაც, რომელსაც 43 ხმის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა 380 დეპუტატმა, ხოლო მხოლოდ ერთმა კი თავი შეიკავა. თუ 22 აპრილის რეფერენდუმზე რუსი ხალხი მხარს დაუჭერს ამ ცვლილებებს, მაშინ, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში  პუტინის კანდიდატურის წარდგენას აღარავითარი დაბრკოლება აღარ ექნება და იგი სახელმწიფო მეთაურის თანამდებობაზე სავარაუდოდ 2036 წლამდე დარჩება. როგორც ცნობილია ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტად აირჩიეს 2000 წელს. ზედიზედ ორჯერ არჩევის შემდეგ, პუტინი პრემიერ მინისტრად მუშაობდა 2008–2012 წლებში, რადგან კონსტიტუცია არ აძლევდა ორ ვადაზე მეტ პრეზიდენტობას. 2012-2018 წლებში იგი კვლავ ქვეყნის პრეზიდენტი გახდა და ეს ვადა 2024 წელს იწურება



მსგავსი ინფორმაციები