დონბასში გუშინ შვიდჯერ დაარღვიეს მორატორიუმი

1 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, 4 დაიჭრა

1371401
დონბასში გუშინ შვიდჯერ დაარღვიეს მორატორიუმი

უკრაინის აღმოსავლეთში, რუსული შეიარაღებული ელემენტების თავდასხმების შედეგად, ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთობლივი ოპერაციების ცენტრის წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ გუშინ, დონბასის რეგიონში, რუსეთის შეიარაღებულმა ელემენტებმა შვიდჯერ დაარღვიეს მინსკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ცეცხლის შეწყვეტის დადგენილება, რის შედეგადაც 1 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, 4 დაიჭრა. უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე დონბასის რეგიონში, დამოუკიდებლობა თვით გამოცხადებულ პრორუსულ სეპარატისტებსა და კიევის ადმინისტრაციას შორის შეტაკებები 2014 წლიდან გრძელდება



მსგავსი ინფორმაციები