იდლიბში თურქეთის ოპერაციებს ირანელი ბოევიკებიც ეწირებიან

გუშინდელი თავდასხმების დროს 21 ირანელი ბოევიკიც იქნა მოკლული

1369257
იდლიბში თურქეთის ოპერაციებს ირანელი ბოევიკებიც ეწირებიან

თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ სირიის იდლიბის რეგიონში განხორციელებული გუშინდელი ოპერაციის დროს ლიკვიდირებულ იქნა ასადის რეჟიმის მხარდამჭერი ირანული ფორმირების 21 ტერორისტიც. ირანის ქალაქ კუმის შიიტური რელიგიური სკოლების კუთვნილი ჰავზაჰნიუსის ვებსაიტის ცნობით, გუშინ იდლიბში, თურქებთან ბრძოლაში მოკლულ იქნა ზეინებიუნის ფორმირების 18 და ფატიმიუმის ფორმირების 3, მთლიანობაში 21 ირანელი ბოევიკი. როგორც ცნობილია, მრავალი ირანული შიიტური ფორმირება, სირიაში დაწყებული სამოქალაქო ომის აქეთ, ასადის რეჟიმის გვერდით იბრძვის და ყველაზე მეტი ირანული შეიარაღებული ფორმირება სირიის ქალაქ დეირიზორშია განლაგებული რა, ასადის არმიის მთავარ ბირთვს სწორედ ირანული ფორმირებები წარმოადგენენ



მსგავსი ინფორმაციები