რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა

“რუსულ თვითმფრინავებს იდლიბში თურქების წინააღმდეგ რაიმე ოპერაცია ჩაუტარებიათ“

1368042
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა

სირიის იდლიბის რეგიონში თურქ ჯარისკაცებზე ასადის რეჟიმის მუხანათურ თავდასხმას, რასაც 33 ჯარისკაცი ემსხვერპლა, რუსეთის მხრიდან პირველი გამოხმაურება მოჰყვა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ "თურქი ჯარისკაცები იყვნენ იმ ადგილას, სადაც ისინი არ უნდა ყოფილიყვნენ“ და ამიტომ ისინი, სირიის რეჟიმის გამანადგურებლების დაბომბვებს შეეწირნენ. ამავე განცხადებით, იქ, სადაც თურქი ჯარისკაცები დაიღუპნენ, არ იმყოფებოდნენ რუსული თვითმფრინავები ადა არც რაიმე ოპერაცია ჩაუტარებიათ. "თურქეთის ამ დანაკარგების შემდეგ ცეცხლის შეწყვეტისათვის მზად ვართ", ნათქვამია ამავე განცხადებაში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ ისინი იდლიბში მუდმივ კონტაქტში არიან თურქეთის საკოორდინაციო ცენტრთან.



მსგავსი ინფორმაციები