ოპოზიციონერებმა სტრატეგიული მნიშვნელობის სერაქიბის რაიონზე კონტროლი დაამყარეს
ოპოზიციონერებმა სტრატეგიული მნიშვნელობის სერაქიბის რაიონზე კონტროლი დაამყარეს
1367680
სირიაში, იდლიბის პროვინციაში ზომიერმა ოპოზიციონერებმა სტრატეგიული მნიშვნელობის სერაქიბის რაიონი ასადის რეჟიმის ძალებიდან უკან დაიბრუნეს. იდლიბის დეესკალაციის ზონაში შემავალ სტრატეგიული მნიშვნელობის, M4-M5 გზაჯვარედინზე მდებარე სერაქიბის რაიონი ზომიერი ოპოზიციონერების და ასადის რეჟიმის ძალებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად ოპოზიციონერებმა რეჟიმის ძალებს უკან დაახევინეს და რაიონზე კონტროლი დაამყარეს. შეტაკებები წუხელ მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
მეორეს მხრივ, ასადის რეჟიმის დაქვემდებარებაში მყოფი ძალებმა, რომლებსაც რუსეთი და ირანი უჭერს მხარს, სტრატეგიული მნიშვნელობის M4-ის გზის სამხრეთ ნაწილში მდებარე ოცამდე სოფელზე კონტროლის დამყარება შესძლეს.