როჰანიმ ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა
“შიშისა და პანიკის გავრცელება არის მტრის გეგმა და შეთქმულება“
ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ განაცხადა, რომ შიშისა და პანიკის მოდება ქვეყანაში, რომელიც გამოწვეულია ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) გავრცელებასთან დაკავშირებით, "მტრის გეგმას და შეთქმულებას" წარმოადგენს. რუჰანიმ ეს განცხადება, დედაქალაქ თეირანში, კორონავირუსის პრევენციის ეროვნული ცენტრში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ვირუსის წინააღმდეგ მიღებულ ზომებზე საუბრისას გააკეთა. მისივე თქმით, პირველ დღეებში საავადმყოფოებში მიმმართავთა რაოდენობა მაღალი იყო, მაგრამ ბოლო დღეებში ეს შემცირდა რა, მის საწინააღმდეგოდ განკურნებულთა რიცხვი გაიზარდა. ”ქვეყნის ველა სტრუქტურა ფრთხილად უნდა იყოს. შიშისა და პანიკის გავრცელება საზოგადოებაში არის მტრის გეგმა და შეთქმულება. ჩვენ ყველამ ჩვენ საქმეს უნდა მივხედოთ“, ხაზგასმით აღნიშნა როჰანიმ და დაამატა, რომ შაბათიდან დაწყებული ყველაფერი ნორმალურ კალაპოტში ჩაჯდება.