ერდოღანი ბაქოს გაემგზავრა

იგი ალიევთან ერთად მონაწილეობას მიიღებს უმაღლესი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს შეკრებაში

1365792
ერდოღანი ბაქოს გაემგზავრა

პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანი, თურქეთ-აზერბაიჯანის უმაღლესი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მე-8 სხდომაში მონაწილეობის მიზნით ბაქოს გაემგზავრა. ამ საბჭოზე თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ყველა ასპექტები ახლიდან გადაიხედება და მიღებულ იქნება შესაბამისი ზომები, რათა ორ ქვეყანას შორის შემდგომი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაფართოვდეს. ორმხრივი ურთიერთობების გარდა, ეს შეხვედრები ასევე ითვალისწინებს ურთიერთ აზრებისა და იდეების გაცვლას რეგიონალურ და საერთაშორისო საკითხებზე. ამავე ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის ხელი მოეწერება სხვადასხვა ხელშეკრულებებსა და მემორანდუმს, რომლებიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში



მსგავსი ინფორმაციები