ძლიერი მიწისძვრა თურქეთ-ირანის საზღვართან

ძლიერი მიწისძვრა თურქეთ-ირანის საზღვართან

1364603
ძლიერი მიწისძვრა თურქეთ-ირანის საზღვართან

ირანის დასავლეთით, დასავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში შემავალ ხოის რაიონში 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. თეირანის უნივერსიტეტის სეისმოლოგიის ცენტრიდან გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრა, ადგილობრივი დროით 09:22 საათზე მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები 6 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. მეორეს მხრივ, მიწისძვრის ბიძგები თურქეთში, ვანის პროვინციის მიმდებარე რეგიონებშიც იგრძნობოდა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის,  სულეიმან სოილუს განცხადებით, ვანის პროვინციაში ბაშქალეს რაიონში მიწისძვრის შედეგად ბოლო მონაცემებით 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ოთხი ბავშვი. თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ კი საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში დასძინა, რომ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 50 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 2-ის მდგომარეობა მძიმეა. ვანის   გუბერნატორმა  მეჰმედ ემინ ბილმეზმა განაცხადა, რომ ნანგრევებიდან ყველა ადამიანი ამოყვანილია.  

თურქეთ-ირანის საზღვართან მომხდარ მიწისძვრას პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც გამოეხმაურა და მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღო.



მსგავსი ინფორმაციები