მაკრონმა და მერკელმა იდლიბის შესახებ განცხადება გაავრცელეს

მათ რუსეთისგან და ასადის რეჟიმისგან ცეცხლის დაუყონებლივ შეწყვეტა მოითხოვეს

1364259
მაკრონმა და მერკელმა იდლიბის შესახებ განცხადება გაავრცელეს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება სირიის იდლიბის რეგიონის ჰუმანიტარულ კრიზისზე და კიდევ ერთხელ დაადასტურეს ცეცხლის შეწყვეტის მოწოდება. საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა,  ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, ბიუჯეტთან დაკავშირებით გამართული ევროკავშირის სამიტის შემდეგ განცხადებები გააკეთეს. მაკრონის თქმით, სამიტის დროს მან და მერკელმა სატელეფონო საუბარი გამართეს ერდოღანთან და პუტინთან რა, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ დაუშვებელია, იდლიბში საავადმყოფოებზე თავდასხმა და აუცილებელია დაძაბულობის შემცირება. მისივე თქმით, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ასადის რეჟიმი იდლიბში წინ მიიწევს, ქალაქში არის ჰუმანიტარული კატასტროფა, რაც ზრდის მიგრაციის ტალღას და აქ დიდი როლი მიუძღვის პუტინის ჩარევას. "ჩემი და მერკელის აზრით, იდლიბში კრიზისის მოგვარება დამოკიდებულია ცეცხლის შეწყვეტაზე და ჩვენ სწორედ ეს მოვითხოვეთ რუსეთისგან და ასადის რეჟიმისგან," განაცხადა მაკრონმა. გერმანიის ლიდერის, მერკელის თქმით კი, ასობით ათასი ადამიანი რთულ ვითარებაშია და კრიზისი მხოლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტას ითხოვს. მანვე იმედი გამოთქვა, რომ იდლიბში სიტუაცია მალე გაუმჯობესდება.



მსგავსი ინფორმაციები