სურკოვი აღარ წარმოადგენს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს

პუტინმა იგი თანამდებობიდან გადააყენა

1362114
სურკოვი აღარ წარმოადგენს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს

რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა, თავისი თანაშემწე, ვლადისლავ სურკოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა. კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული განცხადებით, პუტინმა ხელი მოაწერა სურკოვის განთავისუფლების ბრძანებულებას, რომელიც მისი ხელმოწერისთანავე შევიდა ძალაში. სურკოვის გათავისუფლების შესახებ დეტალები უცნობია, მაგრამ ჯერ კიდევ 25 იანვარს გახდა ცნობილი, რომ ის პოსტს ტოვებდა. თუმცა, პრეზიდენტის უკვე ყოფილი თანაშემწე ინფორმაციას არ ადასტურებდა. სურკოვი, პუტინის თანაშემწის თანამდებობაზე მუშაობდა 2013 წლის 20 სექტემბრიდან



მსგავსი ინფორმაციები