მარგველაშვილმა არჩევანი გააკეთა
იგი აქტიურ პოლიტიკას უბრუნდება
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მან, აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. მარგველაშვილმა, რომელიც საქართველოს მე-4 პრეზიდენტის სავარძელში იჯდა 2013-2018 წლებში, სოციალურ მედიის ქსელ Twitter–ის ანგარიშზე გავრცელებულ გუშინდელ მესიჯში მკაცრად გააკრიტიკა საქართველოს მმართველი ქართული ოცნების პარტია. მისი მტკიცებით, მთავრობამ უკვე დაარღვია დემოკრატიული პრინციპები, ავტორიტარიზმის გზას დაადგა და დატოვა დასავლეთთან ინტეგრაციის პოლიტიკა. "ავტორიტარიზმის არჩევით „ქართულმა ოცნებამ“ წითელი ხაზები გადაკვეთა, არ არის დემოკრატია, ხალხის ერთიანობა და დასავლური გზა. არ შემიძლია ამის ყურება. ვუბრუნდები აქტიურ პოლიტიკას და ვეცდები, ვემსახურო ჩვენს დასავლურ არჩევანს ჩემს მეგობრებთან და ქართველ ხალხთან ერთად“, ხაზგასმით განაცხადა მარგველაშვილმა