გაერო-ს მონაცემებით ბოლო 3 თვის განმავლობაში იდლიბი 830 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა

გაერო-ს მონაცემებით ბოლო 3 თვის განმავლობაში იდლიბი 830 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა

1359903
გაერო-ს მონაცემებით ბოლო 3 თვის განმავლობაში იდლიბი 830 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იდლიბში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, რეგიონი  ბოლო 3 თვის განმავლობაში 830 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. მათივე განცხადებით, ბოლო 3 დღის განმავლობაში იდლიბიდან 143 ათასამდე ადამიანი იძულებით მიგრაციაში წავიდა. გაეროს გენერალური მდივნის პრეს-სპიკერმა სტეფან დუიარიჩმა ყოველდღიური ტრადიციული პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ იდლიბში, ალეპოში, სარმინიში და ატარიბში მიმდინარე შეტაკებების გამო 100 ათასობით ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლები მიეტოვებინა. მისივე თქმით, იძულებით მიგრაციაში წასულთაგან 80% ქალები და ბავშვები არიან.  მეორეს მხრივ გაერო-ს უშიშროების საბჭოს ოთხმა ევროპულმა ქვეყანამ ბელგიამ, ესტონეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ  იდლიბში არსებულ მდგომარეობას „ჰუმანიტარულ კატასტროფა“  უწოდეს.

შეგახსენებთ, რომ სოჭში გაფორმებული მემორანდუმიდან დღემდე, ასადის  რეჟიმის და მისის მხარდამჭერების მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად 1800-ზე მეტი სამოქალაქო დაიღუპა რა, 2019 წლის იანვრიდან მოყოლებული სხვადასხვა რეგიონებიდან თურქეთის საზღვართან ჩასულ მიგრანტთა რიცხვმა 1 მილიონ 794 ათასს მიაღწია.  



მსგავსი ინფორმაციები