სენატმა ტრამპის ირანული სამხედრო პოლიტიკა შეზღუდა
სენატის თანხმობის გარეშე ტრამპი ირანს ომს ვერ დაუწყებს
აშშ-დან გავრცელებული ინფორმაციებით, ამ ქვეყნის სენატმა მიიღო კანონ-პროექტი, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, კონგრესის თანხმობის გარეშე, ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყება-წარმოების შესაძლებლობას უზღუდავს. სენატში კენჭისყრისას პროექტს მხარი დაუჭირა 55-მა წევრმა, 45 კი უარყოფითი ხმა მისცა. აღსანიშნავია ისიც, რომ დადებითი ხმის მიმცემთა შორის 8 რესპუბლიკელიც იყო. ასე რომ, ვირჯინიის დემოკრატი სენატორის, ტიმ კეინეს მიერ წარმოდგენილი ამ პროექტით, კონგრესის თანხმობის გარეშე ტრამპი, ირანის წინააღმდეგ რაიმე სამხედრო ნაბიჯს ვეღარ გადადგამს. ელიან, რომ ამ პროექტს წარმომადგენელთა პალატაშიც ხმის უმრავლესობით მიიღებენ, თუმცა, მას დიდი ალბათობით ტრამპი ვეტოს დაადებს. კენჭისყრის წინ ტრამპმა გაფრთხილება მისცა რესპუბლიკელებს, რომ მხარი არ დაუჭირონ დემოკრატების პროექტს, რომლითაც ისინი რესპუბლიკელების აბუჩად აგდებას ცდილობენ