ასადის რეჟიმი იდლიბის დაბომბვას აგრძელებს
დაიღუპა 17 სამოქალაქო პირი
1356117
სირიის ჩრდილოეთში, ბაშარ ასადის რეჟიმის მიერ, რუსული ბომბდამშენების დახმარებით იდლიბის დაძაბულობის დეესკალაციის ზონაში მდებარე დასახლებებზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად კიდევ 17 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. სამოქალაქო თავდაცვის წყაროებიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ასადის რეჟიმმა გუშინ საღამოს, იდლიბისა და ალეპოს რამდენიმე რეგიონზე ჰაერიდან და ხმელეთიდან თავდასხმა მოაწყო და დაღუპული 17 კაციდან 9 ქეფერ ნურანში, 3 შეიხ ალიში, 3 ეთარიბში და 2 ეს შუგრაში დაიღუპნენ, ხოლო 30-მდე კი დაიჭრა და მათგან ზოგიერთების მდგომარეობა მძიმეა, ამიტომაც დაღუპულთა რაოდენობაში ზრდას ელიან