ხვალ აზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნებია
125 სავარძლისათვის 1315 კანდიდატი იბრძვის

ხვალ აზერბაიჯანში მე-6 საპარლამენტო არჩევნები იმართება. როგორც ცნობილია, 2019 წლის 5 დეკემბერს პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დაითხოვა პარლამენტი და ვადამდელი არჩევნების გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყნის პარლამენტი 125 სავარძლიანია და სულ 1315 კანდიდატია წარმოდგენილი, რომლებთაგან 299 ქალია. სხვათა შორის, წინა პარლამენტიდან 80 დეპუტატი ხელახლა იყრის კენჭს. ხვალინდელ არჩევნებში მონაწილეობას იღებს 5 მილიონი 387 ათასი რეგისტრირებული ამომრჩეველი. 1315 კანდიდატიდან დაახლოებით 83 პროცენტი დამოუკიდებელია, ხოლო დანარჩენები 19 პოლიტიკური პარტიას წარადგენენ. არჩევნებს დაახლოებით 77 ათასი 700 ადგილობრივი და 880 უცხოელი დამკვირვებელი დააკვირდება. ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 08:00 საათზე დაიწყება და 19:00 საათზე დასრულდება. 2015 წელს ჩატარებულ წინა არჩევნებში, ახალი აზერბაიჯანის პარტიამ, რომლის წევრიცაა პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, 125 სავარძლიდან 74-ს დაეუფლა და პარლამენტში ყველაზე მეტი ადგილის მფლობელი პარტია გახდა