მაჰმუდ აბას-ჯოზეფ ბორელს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

მაჰმუდ აბას-ჯოზეფ ბორელს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

1353681
მაჰმუდ აბას-ჯოზეფ ბორელს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

პალესტინის სახელმწიფო მეთაურმა მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ პრობლემის მოგვარების ორ სახელმწიფოებრიობის  ფორმატში და არაბული მშვიდობის ინიციატივის ერთგულნი რჩებიან. პალესტინის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო WAFA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მაჰმუდ აბასი, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ  და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელის ტელეფონით ესაუბრა, რა დროსაც აბასმა,  ევროკავშირის პოზიცია პოზიტიური და მუდმივი მშვიდობის მიმართ შეაქო და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პალესტინის საკითხის   ორ სახელმწიფოებრიობის ფორმატში მოგვარების და არაბული მშვიდობის ინიციატივის ერთგულნი რჩებიან. სატელეფონო საუბრის დროს ჯოზეფ ბორელიმ კი აღნიშნა, რომ ევროკავშირი საკითხის ორ სახელმწიფოებრიობის ფორმატში მოგვარების მიზნით შესაბამის სამუშაოებს გააგრძელებს. ბორელიმ ასევე აღნიშნა, რომ ისრაელ-პალესტინის საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარებისათვის ევროკავშირი ყველა მექანიზმს გამოიყენებს.



მსგავსი ინფორმაციები