ასადის რეჟიმმა 4 სოფელი აიღო

ასადის რეჟიმმა 4 სოფელი აიღო

1352819
ასადის რეჟიმმა 4 სოფელი აიღო

სირიაში, ბაშარ ასადის რეჟიმის ნაწილებისა და ირანის მიერ მხარდაჭერილი უცხოელი ტერორისტული ჯგუფებისაგან შექმნილმა რეჟიმის ძალებმა, რუსეთის საჰაერო მხარდაჭერით იდლიბის სამხრეთი პერიფერიაში სერაკიბის რაიონში 4 სოფელი დაიკავეს.  

რეჟიმის ძალებსა და სამხედრო ოპოზიციასა და რეჟიმის მოწინააღმდეგე შეიარაღებულ ჯგუფებს შორის, ალეპოს იდლიბის დაძაბულობის დეესკალაციის რეგიონის საზღვრებში მდებარე დასავლეთ და სამხრეთ პერიფერიებში ინტენსიური შეტაკებები გრძელდება.

სამხედრო ოპოზიციის წყაროს ცნობით, რეჟიმის ძალებმა გუშინ ღამით და დღის მანძილზე თავდასხმებით სერაკიბის მიმდებარედ სოფლები ჯუბასი, სანი, ტრენბე და ნეირაბი აიღეს.

ამგვარად რეჟიმის ძალები თურქეთის შეიარაღებული ძალების სერაკიბის სოფელ ტრენბეში მდებარე დასახლებას ერთ ნახევარი კილომეტრით მიუახლოვდა.

ამავდროულად, ალეპოს დასავლეთ პერიფერიაში მიმდინარე შეტაკებებში რეჟიმის ძალები სამხედრო ოპოზიციის წინააღმდეგობით შეჩერებული იქნა.

ასადის რეჟიმმა აქ დიდი დანაკარგი განიცადა და იძულებული გახდა უკან დაეხია.

 


საკვანძო სიტყვები: #ოპოზიცია , #ასადის რეჟიმი , #სირია

მსგავსი ინფორმაციები