საქართველო თურქეთს მადლობას უხდის
საქართველო თურქეთს მადლობას უხდის
1351366

საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თურქეთს, საქართველოს მოქალაქეების უხანიდან ევაკუაციისთვის გაწეული მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. დავით ზალკანიანმა სოციალურ ქსელ, Twitter-ში თურქეთისადმი სამადლობელო მესიჯი გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „მინდა მადლობა გადავუხადო თურქეთს საქართველოს მოქალაქეების უხანიდან ევაკუაციის გამო. მხარდაჭერის მსგავსი აქტები კიდევ უფრო ამტკიცებს იმ ძლიერ პარტნიორობასა და სოლიდარობას, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს“. შეგახსენებთ, რომ თურქეთი ჩინეთის ქალაქ უხანიდან საკუთარ მოქალაქეებთან ერთად საქართველოს, აზერბაიჯანის და ერთი ალბანელი მოქალაქეების ევაკუაციასაც ახორციელებს. თურქეთის სამხედრო თვითმფრინავმა უხანი უკვე დატოვა.